ძლიერი წვიმის შემდეგ დუბაის აეროპორტი დაიტბორა. ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტები აქვეყნებენ კადრებს, თუ როგორ კვეთენ თვითმფრინავები წყალს საჰაერო ნავსადგურში და ასევე აზიარებენ ვიდეოებს წყალდიდობაში მოხვედრილი მეტროპოლიიდან.განვითარებულმა სტიქიამ აეროპორტის განრიგში საკუთარი ცვლილებები შეიტანა. ბევრი რეისი უკვე გაუქმებულია, ზოგიერთი კი გადაიდო. პარალელურად, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა გადაკეტეს რამდენიმე გზა აბუ-დაბიში, დუბაიში, შარჯასა და რას ალ-ხაიმაში. RTA ასევე იტყობინება, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და დუბაის სადგურებს შორის მეტროში შეფერხებებია არასტაბილური ამინდის პირობების გამო.
” 5 დღე და ღამეა იწვის ტყე… სოფელში სახლის კარს ვეღარ აღებენ, ფერფლით სავსეა ყველაფერი”- ბაღდათში ხანძარს ვერ აქრობენ
ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე უკვე მეოთხე დღეა რაც ხანძარია. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სპეცტექნიკა, ასევე, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. ადგილზე მოწყობილია საგანგებო შტაბი. ბაღდათში გაჩენილ ხანძარს...










