ხმელთაშუა ზღვაში 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში, დათცაში დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოში მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია, ადგილობრივი დროით დილის 07:44 საათზე შევიდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 9,1 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.