ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დღეს 135-ე სეზონს ხნის.
თეატრი ამერიკელი დრამატურგის და სცენარისტის, ჯონ პატრიკის პიესას ,,ძვირფასი პამელა” წარმოადგენს.
ამერიკელი დრამატურგის და სცენარისტის, ჯონ პატრიკის პიესა, ორ მოქმედებიანი კომედიაა და იგი არჩევანის უფლებას ეხება. სიკეთის ყოვლისშემძლეობაზე შექმნილ ამ ტიპურ ამერიკულ ,,საშობაო ზღაპარში”, ერთნაირადაა შეზავებული სევდა და სიხარული, სილამაზე და სიმახინჯე, გულუბრყვილობა და ანგარება.
მთავარ გმირს, მოხუც პამელა კრონკს, ურყევად სწამს, რომ ადამიანი ბუნებით კეთილია და მას ამ გზის პოვნაში უნდა დაეხმარო. დიდი ქალაქის ნანგრევებში დაბინავებულ, სხვადასხვა ბიოგრაფიის ადამიანებს, მხსნელად ისევ რწმენა მოევლინება.
რთული შინაგანი სტრუქტურის სპექტაკლში დრამის, ტრაგედიის, დეტექტივის, ზღაპრის, მელოდრამის და კომედიის ელემენტები კალეიდოსკოპურად მონაცვლეობს. თუმცა, ამ ეკლექტიკიდან, ორმოქმედებიანი სპექტაკლის ჟანრის განსაზღვრაში, რეჟისორი უპირატესობას მაინც კომედიას ანიჭებს.
პიესა თარგმნა გიორგი ტურაბელიძეს ეკუთვნის.
დამდგმელი რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი – თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე.
მხატვარი -თამარ გურგენიძე, ქორეოგრაფი -გიგა მიქაძე, რეჟისორის თანაშემწე- ვახტანგ ამანათიძე.
მონაწილეობენ: ანა კოხრეიძე, ანა ჩოგოვაძე, ელზა სულაძე, თენგიზ ჯავახაძე, რეზი ქაროსანიძე და ალექსანდრე ფურცხვანიძე.
სპექტაკლი ქართული თეატრის ვარსკვლავის, ანზორ ხერხაძის ხსოვნას ეძღვნება.
დასაწყისი 19:00 საათზე.