ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა. პაციენტი სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა. ქალმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც, სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია.
ექიმის თქმით, პაციენტს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა. მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა. კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამო ვირუსი, შესაძლოა, ანალიზში არ გამოვლენილიყო.
ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.
წყარო: rustavi2.ge