გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ძალიან კარგია, ჯერ რომ არ გვაქვს ვაქცინა.
მისი თქმით, როცა ვაქცინა საქართველოში შემოვა, მასზე უკვე ყველა ინფორმაცია იქნება ცნობილი და სხვა ქვეყნებში გაიტესტება კიდეც, ხოლო მანამდე კი უკვე არსებული რეკომენდაციების დაცვა იქნება აუცილებელი.
“საუბარი იყო ვაქცინაციის ელექტრონულ პასპორტზე. მე მაქვს ვაქცინაციის პასპორტი 2000 წელს აღებული. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ფორმატი. ვაქცინის პასპორტი იქნება, ამისკენ მიდის ყველაფერი, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, იქნება ელექტრონული, იმისათვის, რომ ვიცოდეთ, ვინ არის ვაქცინირებული.
ადრეც ვამბობდი, ძალიან კარგია, ჯერ რომ არ გვაქვს ვაქცინა, ჩვენთან ჩამოვა ვაქცინა, რომელიც არის ყველაზე კარგი, დატესტილი, ყველაზე ნავარჯიშები, გვეცოდინება ყველა ინფორმაცია. დადებითიც ხომ უნდა დავინახოთ. – ნუ ნერვიულობთ! ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! – გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, არ იაროთ ხალხმრავალ ადგილებში! გასასვლელი თუ გაქვთ 2-3 გაჩერება, წადით ფეხით, არ იმგზავროთ ამ დროს ტრანსპორტით!..“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.