“აღნიშნულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა მოხდეს შესწავლა, ძალიან ბევრმა მოქალაქემ მოგვამრთა უკვე, დაწყებულია შესწავლა და დავის დასრულებამდე იმ მოქალაქებს ვინც მოგვმართა არ შეუწყდებათ ბუნებრივი გაზის მიწოდება.”- ვკითხულობთ ენერგოომბუდსმენის გვერდზე
მოქალაქეები სოციალურ ქსელში ბუნებრივი აირის გაზრდილ გადასახადზე საუბრობენ მაშინ როდესაც ოფიციალურად გაზის გადასახადის ზრდა გადაიდო. ისინი აცხადებენ რომ გადასახადი თანხა უჩვეულოდ მაღალია რაც ეჭვებს ბადებს:
“ისედაც ხარჯიანი თვეა იანვარი და წითელი ალით რომ გვამცნეს,ჰაერის გატარება თან არა ერთხელ, ამას ვინ მიიწერს? მოგვაწერეს აბონენტებს და კი მაქვს 480ლარი და 99 თეთრი გადასახდელი.უნამუსობასაც აქვს საზღვარი”
“შევამოწმე ყველაფერი , არსად არ იკარგება აირი. საშუალოდ ზამთარში 220 ლარიდან დან 250 ლარამდე ვიხდიდი.
470 ლარი მოვიდა.
ყველაზე დიდი უბედურება ის არის , რომ სამართალს ვერსად ნახავ .”
“გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის:










