“ადამიანებო ! ძალა ერთობაშია, ნუ შეგეშინდებათ, ნუ გაჩუმდებით, ნუ იქნებით მონობაში გადიდკაცებულები, უმოქმედოები, მოგმართავ შენ ვინცარუნდა იყო თუკი ამას კითხულობ უკვე ხონის ნაწილი ხარ !
ნუ დაჯდები სახლში ნუ დატოვებთ თორნიკეს მარტო, დღეს ყველას ერთად დგომა გვმართებს. ქვეყნის სიყვარული ომში წასვლით არ გამოიხატება, ქვეყნის სიყვარული ერთმანეთის სიყვარულით იქმნება ! ნუ მისცემთ ბოროტებას ზეიმის უფლებას. მოდი ჩემს გვერდით თორნიკეს გვერდით.
დღეს ჩვენ ერთიანობა გვჭირდება! ერატად დგომით დავამტკიცებთ რომ ხალხს დიდი ძალააქვს და ვინმე ძალაუფლებით მოწამლული ბოროტი ადამიანი ვერასდროს გადაგვაგვარებს და ვერ გაგვანადგურებს ! ნუ დატოვრბთ თორნიკეს მარტოს უსამართლობის პირისპირ !!!! #ძალაერთობაშიაამოდიი!
დრო და ადგილი უცვლელი 18:30 პოლიციის შენობის წინ”
შეგახსენებთ რომ ხონში დაპირისპირება სამართალდამცავებსა და ახალგაზრდას შორის კომენდანტის დარღვევის გამო დაიწყო. პოლიცია ამტკიცებს, რომ თორნიკე კაკაურიძე ნასვამი იყო, მათ არ დაემორჩილა და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა, რაც დაკავების მიზეზი გახდა. ოჯახი მოძალადეების დასჯას ითხოვს.
ხონში 27 წლის თორნიკე კაკაურიძის მიმართ, პოლიციელების სავარაუდო ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოშია, მას ტვინის შერყევა აქვს, მოტეხილი აქვს ფეხი და ჩამტვრეული აქვს ნეკნები.
მიუხედავად საფუძვლიანი ეჭვის არსებობისა, რომ 27 წლის თორნიკე კაკაურიძეზე სამართალდამცველებმა იძალადეს და სასტიკად სცემეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება კაკაურიძის საქმეზე, მხოლოდ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყო.