,, ცხოვრება მოკლეა და კორონა უფრო გვიმოკლებს… “- ეს სიტყვები ქეთი ჯაყელმა ზუსტად 13 ივლისს დაწერა.
პროფესიით ჟურნალისტი არაერთ პროექტში მონაწილეობდა.
მისი გარდაცვალების ცნობა დღეს გავრცელდა. ქეთი კოვიდმა იმსხვერპლა. როგორც მისი მეგობრები წერდნენ ის თავის დას უვლიდა და პატრონობდა.
,,ეს ადამიანი გარდაცვლილა დღეს. ჭრელი, ექსცენტრიკული, ხანდახან – ნაკლებად ადეკვატური.
თან და დარჩა, რომელსაც თვითონ პატრონობდა.
შემზარა ამ ამბავმა. კორონა არასოდეს მოსულა ჩემ გულთან ასე ახლოს.”-წერს ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე.
თავად ქეთი ზაფფხულის საინტერესოდ გატარებას გეგმავდა და მოგზაურობდა კიდეც შიდა ტურებით და ადამიანებს ლაღი და ბედნიერი ცხოვრებისკენ მოუწოდებდა:
,,რა დაგემართათ, ხალხო, მოეშვით ამ ტუტრუცანა, ქვეყნის მძარცველ, საკუთარ კეთილდღეობაზე და საკუთარი კახპა ცოლების და საყვარლების ჭკუაზე მორბენალ პოლიტიკანებს და დაუბრუნდით თეატრებს, საკონცერტო დარბაზებს, ცხოვრება მოკლეა და კორონა უფრო გვიმოკლებს…”-წერდა გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ქეთი ჯაყელი.