ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ჰემოდინამიკური მონაცემები სტაბილურია და დამატებით ჩარევებს არ საჭიროებს.
„პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ არის სტაბილური. ამ დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა, დინამიკა არის უცვლელი, მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმე და სტაბილური. ჰემოდინამიკური მონაცემები არის სტაბილური. არ საჭიროებს დამატებით ჩარევას“,- განაცხადა ექიმმა.