LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცოლის მძიმე ისტორია, რომელის მეუღლეც ტრაგიკულად დაიღუპა

ცოლის მძიმე ისტორია, რომელის მეუღლეც ტრაგიკულად დაიღუპა

დაპოსტა 2021/06/20-ში
A A
72
ნახვა
გაზიარება

ერთი თვის წინ, ლილოს გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 37 წლის მამაკაცი შეეწირა. სოსო უსტიაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ამ ტრაგედიამ ოჯახი საბოლოოდ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო, თუმცა არც სოსოს გარდაცვალებამდე ყოფილან დალხენილები. მისი ქვრივი, ირმა შამათავა ახლა, რუსთავის გზატკეცილზე, ტყეში ნათხოვარ სახლში მძიმედ ავადმყოფ დედამთილთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

ნათხოვარ სახლში იმიტომ, რომ სოსოს მშობლიური სახლი კახეთში მისი ოჯახის წევრის გამო მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ გადაუხდელ იპოთეკურ ვალში დაიტოვა. ამ ტრაგედიის შემდეგ კი, საფინანსო ორგანიზაცია ოჯახს 57 000 ლარის ნაცვლად საცხოვრებლის დაბრუნების სანაცვლოდ 40 000 ლარს სთხოვს, 36 წლის უმუშევარ ირმას ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს.

ტრაგედია, რომელმაც მისი მეუღლე იმსხვერპლა ოჯახის ისტორიაში საბედისწერო დღედ დარჩა. წყვილი ბედნიერი მხოლოდ 3 საათი იყო, როცა სოსომ სამსახური იშოვა და უკან ბრუნდებოდა, თუმცა სამუშაოდად ის ნათხოვარ სახლში მიასვენეს. 15 მაისიდან დღემდე ირმა ტყეში მარტოა, პურის მაღაზიამდე რომ გავიდეს გზაში 2-3 საათი სჭირდება. ფაქტობრივად, იქ ცხოვრება შეუძლებელია, პატარა გოგო 7თვისაა, უფროსი ბიჭი კი – 1,5 წლის.

ოჯახი უკიდურესად გაჭირვებული იყო, როცა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაკა ხეცურიანმა მესიჯი მიიღო, ქალი გინეკოლოგს ეძებდა. უკიდურესი სიდუხჭირის გამო აბორტის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ორგანიზაციის წყალობით, პატარა მარიამი დაიბადა, ის მამის პანაშიდზე მონათლეს.

ირმა საკვებით დახმარებაზე უარს ამბობდა, არც ფულს ითხოვდა. ითხოვდა ნერგებს, ბოსტნეულის თესლს, შინაურ ფრინველსა და ცხოველებს.

ამ მძიმე ისტორიაზე “პრაიმტაიმი” საქველმოქმედო ფონდ “ერთობა საქართველოსთვის” დამფუძნებელს მაკა ხეცურიანს ესაუბრა. ის ოჯახის დახმარებისკენ ბიზნეს წარმომადგენლებს მოუწოდებს.

“როცა სოსო და ირმა გავიცანი, თურქეთიდან ახალი ჩამოსულები იყვნენ, ისინი იქ ღორის ფერმაში მუშაობდნენ. იქიდან დაადეპორტეს და როცა საქართველოში ჩამოვიდნენ, მალევე კახეთში, სოსოს მშობლიური სახლი მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ იპოთეკური სესხის გამო წაართვა. ასე დარჩნენ ღია ცის ქვეშ.

მერე დახმარების მიზნით, ჩემს ორგანიზაციას მომართა და დავიწყეთ ამ ოჯახზე ზრუნვა. დავეხმარეთ და ფეხზე დადგნენ. ეს ოჯახი უნიკალური იყო იმით, რომ არ ითხოვდნენ ფულს, მათი მოკრძალებული სურვილი ნერგები, მცენარის თესლი, შინაური ცხოველები და ფრინველბი იყო, ოჯახს თავიანთი ნაშრომით კვებავდნენ. დიდ გაჭირვებაში იყვნენ, ერთ-ერთმა ქალბატონმა ოჯახს სახლი რუსთავის გზატკეცილზე სააგარაკე ზონაში, ტყეში ათხოვა, რომელსაც დიდი ეზო აქვს, და იქ რგავდნენ ნარგავებს. მაშინ მხოლოდ ბიჭი ჰყავდათ, ის ახლა 1,5 წლისაა.

ორსულად რომ იყო გინეკოლოგის კოორდინატები მთხოვა და გამიმხილა, აბორტი უნდა გავიკეთო, პატარას შიმშილისთვის ვერ გავიმეტებო. დავირაზმეთ მის დასახმარებლად და 7 თვის წინ გაჩნდა მარიამი. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა სოსოს, მასაც დავეხმარეთ ოპერაციის გაკეთებაში და ფეხზე წამოდგა. სწორედ ეს გახდა ჩემი ტანჯვის მიზეზი, ვფიქრობ ხოლმე, მკურნალობაში რომ არ დავხმარებოდი, ახლა ცოცხალი იქნებოდა-მეთქი…

როგორც გამოჯანმრთელდა, მუშაობა დაიწყო, ერთი რეგიონიდან მეორეში ხილი გადაჰქონდა. პირველივე სამუშაოდ დღეს 18:00 საათზე სულ სხვანაირმა ირმამ დამირეკა, სოსო სამუშაოდაა, ამიერიდან არავის დახმარება არ დაგვჭირდება, ოჯახს თვითონ მივხედავთო, გახარებულმა გამიმხილა. ზუსტად 3 საათში კი, ირმას ხანმოკლე სიხარული დასრულდა, სოსოსთან ერთად ვინც იჯდა მანქანაში, ის უვნებლად გადარჩა, მათთან სახლში მივიდა და უთხრა, სოსო აღარ არისო…

სოსოს გვამი სრულად დანაწევრებული იყო, იმდენად, რომ გაკვეთა არ მომხდარა. საზარელი ამბავი დაატყდათ თავს…

იმ დღიდან საშინელება ტრიალებს, სოსოს ცოლ-შვილის გარდა, ავადმყოფი დედა დარჩა. ირმას ტყეში მარტოს ძალიან უჭირს ყოფნა, დასახლებულ პუნქტამდე, მაღაზიამდე რომ ჩავიდეს, მთელი დღე სჭირდება. წნევები აწუხებს, ახლა ამ ინტერვიუს ირმა უნდა გაძლევდეთ, მაგრამ დღესაც სასწრაფო ჰყავდა. დამამშვიდებლებს არ სვამს, მაძინებს და პატარებს უყურადღებოდ ვერ დავტოვებო, ამბობს.

იმისთვის, რომ ორმა პატარამ მამა-პაპისეული სახლი დაიბრუნონ, 40 000 ლარი სჭირდება, რომლის გადახდა ირმასთვის წარმოუდგენელია. დავიწყებდი კამპანიას ამ სახლის გამოსახსნელად, მაგრამ არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სამოქალაქო საზოგადოებას ფული აღარ აქვს და მათშიც პრობლემები დღითიდღე მატულობს. თუ რომელიმე კომპანია გამოჩნდება ვინც ამ დიდ საქმეს გააკეთებს, ამით ორ ობოლს მამის მშობლიურ სახლს აჩუქებს და თანაც, ის სოსოს გამო ნამდვილად არ დაკარგულა…” – ამბობს მაკა ხეცურიანი.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
მეტროსადგური “ვარკეთილი”  12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება
მთავარი

და­გეგ­მი­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გამო, მეტ­რო­სად­გუ­რი „ვარ­კე­თი­ლი“ 12 ივ­ლი­სი­დან 45 დღით და­ი­კე­ტე­ბა. ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი მომ­ზად­და შპს „პრო­ბილდ ექ­სპერ­ტის“...

დაწვრილებითDetails

თურქული მედია ზურიკო დავითაშვილის შესახებ წერს

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
თურქული მედია ზურიკო დავითაშვილის შესახებ წერს
მთავარი

ეს უკვე დადასტურებული ინფორმაციაა და ტრანსფერი ოფიციალურად ორ კვირაში გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის კლუბმა, „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1 სეზონის ბოლოს დატოვა. მიუხედავად ამისა, ქართველით არაერთი გუნდი დაინტერესდა. მაგალითად, ავტორიტეტული გამოცემა...

დაწვრილებითDetails

U15 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი ხონის მუნიციპალიტეტმა მოიპოვა

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
U15 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი ხონის მუნიციპალიტეტმა მოიპოვა
მთავარი

U15 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც 17 რაიონის 100-მდე ძალოსანი ასპარეზობდა, გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი ხონის მუნიციპალიტეტმა აიღო. I ხონი - 540 ქულა II აჭარა - 497 ქულა III თბილისი -...

დაწვრილებითDetails

ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნებს რეკომენდაციით მიმართავენ, რა გააკეთონ ივლისის თვეში

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

ვერძი:  გაფრთხილებთ, რომ კონცენტრირება მოახდინოთ დიდი ხნის პროექტების დასრულებაზე და იფიქროთ რისკიანი, თუმცა ნამდვილი სურვილების განხორციელებაზე. დამატებით, არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენს ცხოვრებაში ძველი პარტნიორი შეეცდება დაბრუნებას. კურო: გამოიყენეთ თქვენი ესთეტიკური ინტელექტი...

დაწვრილებითDetails

სამყარო ზოდიაქოს ორ ნიშანს უახლოეს კვირებში ზღაპრულ სიმდიდრეს მოუტანს

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ტყუპები 2025 წელია მათი წარმატების წელი, თუმცა მთავარი ჯერ ახლა იწყება. ასტროლოგ გრიმის თქმით: „ეს არ ნიშნავს, რომ ონკანს თუ მოუშვებთ, ფული დაიწყებს დენას. შესაძლებლობა თავად უნდა შექმნათ.“ტყუპებს შესაძლოა კარიერული...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ეს ნიშნები ახლა ცხოვრებას დაიწყებენ

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

მთვარისა და ვენერას შეერთება მნიშვნელოვან ემოციურ შეხედულებებს მოიტანს 22 ივნისის შემდეგ, ტყუპები, კირჩხიბები და მშვილდოსნები საბოლოოდ გაწყვეტენ წარსულზე მიჯაჭვულობას და წინ გადადგამენ ნაბიჯს. გარდამტეხი მომენტი ხდება მთვარისა და ვენერას შეერთება,...

დაწვრილებითDetails

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ავლაბარში მომხდარ მკვლელობაზე

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუშინ თბილისში, ავლაბარში მკვლელობა მოხდა. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ზ.მ....

დაწვრილებითDetails

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ: 30 ივნისი ამ დღეს თითოეული ადამიანი მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას...

დაწვრილებითDetails

შავ ზღვაში შხამიანი და საშიში თევზი დაფიქსირდა

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
შავ ზღვაში შხამიანი და საშიში თევზი დაფიქსირდა
მთავარი

შავ ზღვაში სახიფათო ინვაზიური სახეობა – ვერცხლისფერი მუცელეკლიანი (Lagocephalus sceleratus), რომელიც ტეტრაოდონის ოჯახს მიეკუთვნება, უკვე მეორედ დაფიქსირდა. სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და განმარტავენ, რომ თევზის შავ ზღვაში გავრცელება მრავალმხრივ საფრთხეს...

დაწვრილებითDetails

სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი - მათ შორის ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით, ისინი ჩვენს ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელებას ახალისებდნენ, აწყობდნენ რევოლუციებს, ებრძოდნენ ეკლესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"