უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ გაუპატიურების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები, ბავშვები და ჩვილიც კი
იდენტიფიცირებულია 1 წლის ბავშვზე მოძალადე პირი – რუსი ჯარისკაცი ბიჩკოვი, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ლატვიის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, მან თანამებრძოლებს ვიდეო გაუგზავნა, რომელშიც ძალადობის მომენტია გადაღებული.










