წყალტუბოში, სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლი 63 წლის ნინო კიკალიშვილი და ილარიონ ქათამაძე არიან.
“მეგა ტვ” -ის ინფორმაციით წყალტუბოში ცოლ-ქმარი სავარაუდოთ გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც “მეგა ტვ-ს” წყარო უყვება გარდაცვლილი ქალი წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ექიმი იყო.
“როცა ქალს ვერ დაუკავშირდნენ , სამაშველო გამოიძახეს და კარის შემტვრევის შედეგად შევიდნენ ბინაში, ამ დროს იპოვეს გარდაცვლილები” – ამბობს წყარო “მეგა ტვ”-თან.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.








