ცნობილია ქუთაისის მერობის კანდიდატების წინასწარი შედეგები
ცესკოს ინფორმაციით, ქუთაისის მერის არჩევნებში ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა დავით ერემეიშვილმა გაიმარჯვა და ხმების 85.6% მიიღო, ჯამში 36 549 ხმა.
პარტია ,,გახარია საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა ხმების 8.068% მიიღო, რაც 3 444 ხმაა.
პარტია ,,საქართველოს” კანდიდატმა გიორგი ამაღლობელმა – 6.313% მიიღი, რაც 2 686 ხმა.
20 საათზე ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილის განცხადებით ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე 49 652 ამომრჩეველი მივიდა, რაც რეგისტირებული ამომრჩევლის 32.47%-ია. გასულ თვითმმართველობის არჩევნებზე აქტივობამ 44.53% პროცენტი შეადგინა.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და რამე შეფერხება არ ყოფილა.
რაც შეეხება დარღვევებს, ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია ერთი საჩივარი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ქუთაისში 77 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ქალაქში სულ 153 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.
არჩევნებში მონაწილეობს 12 პარტია, მათგან რვას ჰქონდა ქუთაისში წარმოდგენილი პარტიული სიები, ხუთს მაჟორიტარობის 36 კანდიდატი და სამს მერობის კანდიდატები.
საქართველოში 8 ოპოზიციური გაერთიანება ადგილოვრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. საქართველოში 300 დღეზე მეტია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება.