ტყიბულის ერთ-ერთ შახტში მაღაროელი დაიღუპა
ცნობილია გადარცვლილის ვინაობა. დაღუპული ზურა ბეშკენაძეა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით, ძიძიგურის შახტაში ერთ-ერთი ლავის ჩამონგრევას მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
“ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას !მერამდენე ადამიანი უნდა შეიწიროს ამ შახტამ და ამ უვიცმა უფროსობამ?აუცილებლად უბნის უფროსი !მთავარი ინჟინერი!უსაფთხოების უფროსი !და ის რუსი დირექტორი ავთო ბოჭორიშვილთან ერთად სუყველამ 7ნდა აგოს პასუხი და არ გაბედოთ მიცვალებულს დააბრალოთ რამე თქვე ნაგვებო!”- წერენ სოციალურ ქსელში