LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ცნობილია, რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპულის ვინაობა

დაპოსტა 2026/02/11-ში
654
ნახვა
გაზიარება

რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარ უმძიმეს ავარიას, სამწუხაროდ, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასწრებას ცდილობდა და ამ დროს ტრაილერს შეეჯახა.

ერთ-ერთი დაღუპული 35 წლის ზაურ ალიევია. ასევე, დაღუპულია, სავარაუდოდ, მათ მანქანაში მყოფი კიდევ ორი ადამიანი და მძიმე მდგომარეობაშია ზაურ ალიევის ძმა, რაიმონ ალიევი. როგორც ცნობილი ხდება, ამ ავარიის დროს დაზიანდა კიდევ ერთი ავტომობილი, თუმცა იმ მანქანაში მყოფები, საბედნიეროდ, გადარჩნენ. რა გახდა ამ უმძიმესი ავარიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.

როგორც ჩვენთან საუბარში მათი ახლობელი ამბობს, ისინი დილით რუსთავიდან ლილოში, სამუშაოდ მიდიოდნენ და სწორედ ამ დროს დატრიალდა ეს უბედურება.

“საშინელება მოხდა. დაღუპულები რუსთავში ცხოვრობდნენ, გარდაცვლილია 35 წლის ზაურ ალიევი, არაჩვეულებრივი ადამიანი, მშრომელი. ძმებს ლილოში საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ. ისინი ერთად მიდიოდნენ დღეს დილით სამსახურში და ამ დროს დატრიალდა ეს ტრაგედია. როგორც შევიტყვე, მეორე ძმა რეანიმაციაშია და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. ვერ ვიჯერებ ზაურის გარდაცვალებას.

როგორც გავიგეთ, სულ ხუთი ადამიანი იჯდა მანქანაში, ეტყობა სხვებიც მიჰყავდათ სამსახურში და ლილოს გზაზე დატრიალდა ტრაგედია. კადრებში ჩანს, რომ ზაურის მანქანაა. როგორც ვიცით, მათ მანქანაში მყოფი კიდევ ორი მგზავრია გარდაცვლილი. ეს თავზარდამცემი ამბავი ცოტა ხნის წინ გავიგეთ და ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რომ ზაური აღარ გვყავს. ორივე ძმები დაოჯახებულები არიან, ორივეს სამ-სამი შვილი ჰყავთ, პატარები. ძალიან განვიცდი მომხდარს და სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შემთხვევის ამსახველი უმძიმესი კადრები სოციალურ ქსელშიც ვრცელდება.

წყარო: კვირის პალიტრა

გაზიარება262

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის  23-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ სვანიძემ სტივ ჯობსის აკადემიაში ჩააბარა

თებერვალი 11, 2026
0
მთავარი

ქუთაისის  23-ე საჯარო სკოლის მე- 7 დ კლასის მოსწავლემ მარიამ სვანიძემ სტივ ჯობსის აკადემიაში ჩააბარა. ქუთაისელმა მოსწავლემ 60%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვა!

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მე -2 საჯარო სკოლის გაბრიელ დახუნდარიძემ სტივ ჯობსის აკედამიაში ჩააბარა

თებერვალი 11, 2026
8
მთავარი

ქუთაისის მე -2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლემ გაბრიელ დახუნდარიძემ სტივ ჯობსის აკედამიაში ჩააბარა. ქუთაისელმა მოსწავლემ 60%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვა!

დაწვრილებითDetails

“სიჩქარის და სიცივის ეშინოდა”- ავარიას ბაღდათელი ზაზა ვაშაყმაძე ემსხვერპლა

თებერვალი 11, 2026
107
მთავარი

თბილისში მომხდარ ავარიას, ბაღდათის, სოფელ როკითის მკვიდრი 21 წლის ზაზა ვაშაყმაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის...

დაწვრილებითDetails

თებერვლის თვის ფავორიტი ნიშნები

თებერვალი 11, 2026
7
მთავარი

თხის რქა თხის რქებისთვის თებერვალი ახალ კარიერულ და ფინანსურ შესაძლებლობებს გახსნის. ის, რაც ადრე რთულად ან მიუწვდომლად გეჩვენებოდათ, ახლა მათი განხორციელება დაგეგმილი, სწორი ნაბიჯებით აბსოლუტურად შესაძლებელი გახდება. ეჭვები გაქრება. გექნებათ...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 12 თებერვალს

თებერვალი 11, 2026
5
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6838 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპროდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

თებერვალი 11, 2026
70
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ოზურგეთში ხორცისა და ხორცპროდუქტების ორი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ა. კ. (თაყაიშვილის N1) კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების...

დაწვრილებითDetails

“მოზარდს უნდა ვასწავლოთ, რომ თავისუფლებას აქვს ზღვარი”- მაგდა ჯიშკარიანი

თებერვალი 11, 2026
23
მთავარი

სოციალურ ქსელში მაგდა ჯიშკარიანი ეხმიანება არასრულწნოვათა მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს.  "როცა მოზარდს ვასწავლით, რომ მას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის, არჩევანის, თვითდამკვიდრების უფლება, პარალელურად უნდა ვასწავლოთ, რომ ამ თავისუფლებას აქვს ზღვარი,...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა ქალმა ნაგავში ნაპოვნი ფული პატრონს დაუბრუნა

თებერვალი 11, 2026
1.2k
მთავარი

ჩინეთში ქუჩის დამლაგებელმა ნაგავში 150 000 იუანი (21 837 დოლარი) იპოვა და პატრონს დაუბრუნა. ამასთან, თანხის ნაწილის აღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს. ლი მანმა კონვერტი, რომელშიც...

დაწვრილებითDetails

“ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს!” – შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიის წევრებზე

თებერვალი 11, 2026
27
მთავარი

ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს! ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჰელსინკის კომისიაში, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილ განხილვასთან დაკავშირებით გააკეთა. პაპუაშვილის აზრით, „ჰელსინკის კომისიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს...

დაწვრილებითDetails

სურსათის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 11, 2026
259
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რეგიონში ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის არალეგალური წარმოება გამოავლინეს. ინდმეწარმეები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».