ჩვილი, რომლის მკვლელობაც დედამ სცადა ისევ მძიმე მდგომარეობაშია. მას 4 ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა ექიმებს პროგნოზის გაკეთება ისევ უჭირთ. როგორც მთავართან საუბარში კლინიკა მედინას კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა, ბავშვს ტვინი აქვს დაზიანებული და შესაძლოა შშმ პირად დარჩეს
22 თებერვალს ბათუმის კლინიკა მედინაში ამავე კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დედამ ახალშობილი პოლიეთილენის პარკში მოათავსა და მის მოშორებას აპირებდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის ე” და”კ” ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ, ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ქალი დაკავებულია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება










