საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
ცვლილებები განხორციელდა იმერეთში.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ის მანამდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თანამდედბობას იკავებდა.
რაც შეეხება იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს უკვე ყოფილ უხელმძღვანელებს ზაზა ცხაკაიას, ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც შსს ავრცელებს.