გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.
კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 4 125 300 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. შედარებისთვის, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 3 516 600 000 აშშ დოლარი იყო.
რაც შეეხება ქვეყნებს, დანახარჯების მიხედვით ლიდერობს რუსეთი – 938,4 მლნ დოლარით; მას მოსდევს თურქეთი – 631 მლნ დოლარით; ხოლო მე-3 ადგილზეა ისრაელი, რომლის მოქალაქეებმაც საქართველოში გასულ წელს 308.1 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს.
- რუსეთი – 938,4 მლნ აშშ დოლარი;
- თურქეთი – 631 მლნ აშშ დოლარი;
- ისრაელი – 308.1 მლნ აშშ დოლარი;
- უკრაინა – 183,5 მლნ აშშ დოლარი;
- სომხეთი – 161.3 მლნ აშშ დოლარი;
- აზერბაიჯანი – 142.7 მლნ აშშ დოლარი;
- ირანი – 128.3 მლნ აშშ დოლარი;
- ბელარუსი – 102.6 მლნ აშშ დოლარი;
- საუდის არაბეთი – 100.7 მლნ აშშ დოლარი;
- ევროკავშირის ქვეყნები – 549.6 მლნ აშშ დოლარი;
- დანარჩენი ქვეყნები – 879.2 მლნ აშშ დოლარი.










