კუნძულ მადაგასკარზე, ციკლონ „ბაქცირაის“ 120 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30 000-მდე პირს კი, საცხოვრებლის დატოვება მოუწია, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
სტიქიამ 124 000-მდე ადამიანს დაუნგრია ან დაუზიანა სახლი. ადგილობრივ სამსახურებს ეხმარებიან სამაშველო ჯგუფები გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
კუნძულ მადაგასკარზე 30 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. სტიქიამდე, ძლიერი და ხანგრძლივი გვალვის გამო, მოსახლეობას საკვების დეფიციტს ებრძოდა.