ცივილიზებულმა მსოფლიომ წელს ომი უნდა დაასრულოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც აქვს ინფორმაციული გავლენა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიომ ისევე ინტენსიურად უნდა გაიგოს, როგორც გასულ წელს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მოქალაქეები გონებრივად შორს არ უნდა იყვნენ ომისგან, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცების წყალობით, ნამდვილი ბრძოლა ბევრი მოქალაქისთვის გეოგრაფიულად ძალიან შორს მიმდინარეობს.
„ეს მხოლოდ ჟურნალისტებს არ ეხება. ეს ეხება ყველას, ვისაც შეუძლია სიმართლის გავრცელება აგრესიის შესახებ. ვისაც შეუძლია, შეახსენოს მსოფლიოს უკრაინელებზე, რომლებმაც გაიარეს ოკუპაცია, დანაკარგები. რომ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის, როგორც ჩვენი ხალხისთვის, ასევე ყველა ერისთვის, რომელსაც ემუქრება რუსული ტირანია. უნდა გავიგოთ, რომ ომის დასრულება წელს, რუსული ბოროტებისგან უკრაინის წელს გათავისუფლება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.