“ცეცხლიი …..მიკიდია ცეცხლო …ცეცხლი გვიკიდია ბიჭებს ….გულში .!!!!..მთელს აბასთუმანს მთელს რაიონს…..მთელს საქართველოს …ორივენი იყავით ანგელოზები ….და მუდამ ანგელოზებად დარჩებით მიყვარხართ …..და ოდესღაც შევხვდებით ყველანი ერთად. ტკბილებო ….უთქმელებო, ძამიკო ჩვენო დაიკო ჩვენო” – გარდაცვლილ და-ძმას დათო და მთავარისა ბალახაშვილებს მეგობრები ემშვიდობებიან და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებენ.
ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტში, 28 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ახალგაზრდა და-ძმის სიცოცხლე შეეწირა, ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და World Vision საქართველოს გადაწყვეტილებით 31 ოქტომბერს დაგეგმილი ,,ახალგაზრდული ფესტივალი 2019″ აღარ გაიმართება.
28 ოქტომბერს, ახალციხე-ადიგენის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა. ისინი სახლში, აბასთუმანში გადაასვენეს. მძიმედ დაშავდა მათი დედა, რომელიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
“და-ძმა 1 დღეს დავკარგე და დედიკო გადამირჩინე ღმერთო” – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები