მუსიკის ჟურნალისი ლაშა გაბუნია, რომელიც გადაცემა “შუადღე ქუთაისში” გვსტუმრობდა საყვარელ კლუბ “ტორპედოს” შესახებ ისაუბრა.
“აბონიმენტი ჰქონდა მამაჩემს და დავყავდი, დასავლეთის ტრიბუნაზე ვიჯექი, ოღონდ “ჯუნგლებში” მერე დავიწყე სიარული რომ წამოვიზარდე. მაშინ ქუთაისის “ტორპედო” პირველი ლიგის ლიდერი იყო. ძაან გამიხარდა რომ ჩხეტიანი დაბრუნდა “ტორპედოში”. მისი სახელი და ჩვენი გუნდის წარმატება ძაან დაკავშირებულია ერთმანეთთან. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვცხოვრობ “ტორპედო” ჩემი იქნება. ძაან მინდა სამეულში მოვხვდეთ, ევროპულ თასებზე რაღაცა მოვსინჯოთ ბატონი კახას თამადობით. ბევრი კარგი ფეხბურთელი არის- კვასხვაძიდან დაწყებული , ახვლედიანიც მომწონს, არაბიძე, კუხიანიძე, ყველა კარგი ბიჭები არიან”-