ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა 8 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა, რის გამოც ამ ეტაპზე გადაადგილება შეზღუდულია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.