ჩინეთში ქართველი მოცეკვავე ჯიმი ჟვანია გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ავრცელებს:
„ძალიან გვატკინე გული.. კეთილი და უბოროტო ადამიანი.. თეთრი ტალღა უშენოდ არავის წარმოედგინა!“ – წერს გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში.
ჯიმი ჟვანია ჩინეთში მოღვაწეობდა. არსებული ინფორმაციით, ის სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციების დიაგნოზით 1 თვე საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.










