“სამი ხეობის კაშხალი”
კაშხალი რომელის გამოც დღე 0.06 მიკროწამით გაიზარდა
მსოფლიოში ზოგიერთი ნაგეობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წარმატებით განხორციელებული არქიტექტურული პროექტი. ჩინეთში მდებარე “3 ხეობის კაშხალი” ერთ-ერთი მათთაგანია. მისი სიმძლავრე 30 მილიონი ცხენის ძალას უთანაბრდება.
ჰიდროელექტროსადგური მსოფლიოში ყველაზე მძლავრია.მისი სიმძლავრე 22.5 გიგავატს აღწევს, რაც მაგალითად ენგურჰესზე 17.3-ჯერ მეტია,მშენებარე ნენსკაჰესზე კი 80-ჯერ. ეს 30 მილიონი ცხენის ძალაა. საპროექტო რესურსი 100 მილიარდი კვტ/სთ, რაც საქართველოს მთლიან ელექტროწარმოებას 8.5-ჯერ ,ჰიდრორესურსით გამომუშავებულს კი 10.7ჯერ აღემატება.
მისი მონაცემებია
სიმძლავრე :22.5გიგავატი-30 მილიონი ცხენის ძალა.
საპროექტო გამომუშავება: 100 მილიარდი კვტ/სთ.
სარკის ფართობი: 1084 კმ²
წყალსაცავის მოცულობა: 39.3 კმ³ – 39.3 მილიარდი ტონა.
წყლის ხარჯი წამში : 116 000 ტონა.
მშენებლობის დროს გამოყენებული ცემებტის რაოდენობა : 16 მილიონი ტონა.
მშენებლობის დროს გამოყენებული ფოლადის რაოდენობა: 463 ათასი ტონა
ტერიტორიიდან გასახლებული ადამიანების რაოდენობა: 1.4 მილიონი
მშენებლობაზე დახარჯული ბიუჯეტი : 27 მილიარდი დოლარი.