ავსტრალიელ მწერალს, იანგ ჰენგჯუნს ჩინეთში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
წარმოშობით ჩინელი მწერალი ავსტრალიის მოქალაქეა, რომელიც, ბოლო წლებში, ნიუ-იორკში ცხოვრობდა. იანგი 2019 წელს ჩინეთში, გუანჟუს აეროპორტში, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიში პირი დააკავეს. მოგვიანებით მწერალი ჯაშუშობის მუხლით გაასამართლეს.
სასამართლო, 3 წლის განმავლობაში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
ავსტრალიელი მეცნიერის, ფენგ ჩონგუის თქმით, იანგს, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, კარგი ყოფაქცევის შემთხვევაში, სიკვდილით დასჯას სამუდამო პატიმრობით შეუცვლიან.










