რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინის გარშემო სიტუაციის დარეგულირების საფუძვლად ჩინეთის სამშვიდობო გეგმა შეიძლება იყოს გამოყენებული. ამის შესახებ მან ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, ამისთვის დასავლეთსა და კიევში მზად არ არიან.
“რა თქმა უნდა, უკრაინის გარშემო სიტუაციაც არ დავტოვეთ ყურადღების მიღმა. ვთვლით, რომ ჩინეთის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმის ბევრი პირობა ემთხვევა რუსეთის მიდგომებს და სამშვიდობო დარეგულირების საფუძვლად შეიძლება იყოს აღებული, როდესაც ამისთვის დასავლეთში და კიევში იქნებიან მზად. თუმცა, მათი მხრიდან ასეთ მზაობას ჯერ ვერ ვხედავთ”, – განაცხადა პუტინმა.