Reuters-ის ცნობით, ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 112-მდე გაიზარდა. ასობით ადამიანი კი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
მეხანძრეები ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ. როგორც ხელისუფლება ამბობს, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ისევ გაიზრდება.
ჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ქვეყანაში ხანძრის 165 კერა ფიქსირდება და მხოლოდ ვინია-დელ-მარსა და კილპუეში დაახლოებით 14 000 სახლი დაზიანდა. ცეცხლმა დააზიანა სახლები ლა ესტრელასში, ნავიდადსა და კილპუეშიც.
შეგახსენებთ, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზად მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი სახელდება.










