ეს კრემლის კოლაფსია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ყირიმსა და დონბასს დაიბრუნებს-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა.
“უბრალოდ ვიცი, იქ როგორი თავდაცვა გვაქვს, ვერ გაივლიან, არ ექნებათ საკმარისი ძალა და საშუალება, როგორც არ უნდა გადაისროლონ ეს უბედური რეზერვისტები, რომლებსაც იქ ეძახიან, მოამზადეს – დააგდეს. მომზადების ოთხი დღე.
სულ ეს არის. სრული კრახია. და ჩვენ გავაძლიერებთ მათ კოლაფსს, როცა კონტრშეტევაზე გადავალთ. ამიტომ მათ შეუძლიათ კიდევ ორი სოფლის აღება.
ეს არაფერს შეცვლის. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს დავაბრუნებთ სახლში უკან, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით”, – თქვა არესტოვიჩმა.









