შეწყდეს ჩვენი გადახდილი გადასახადებით საპატრიარქოს დაფინანსება, manifest.ge-ზე მოქალაქეებმა პეტიცია გამოაქვეყნეს საქართველოს მთავრობის და პარლამენტის სახელზე.
“2021 წლის 5 ივლისს მომხდარ მასობრივ ძალადობას, რომელიც საპატრიარქოს ხელშეწყობით გაიმართა ტრაგიკული დასასრული აქვს, დაშავებულია 50-ზე მეტი ჟურნალისტი და გარდაცვლილია ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა. ცნობილია რომ საპატრიარქო ბიუჯეტიდან ფინანსდება 25 მილიონით, ასევე ფლობს რამდენიმე ათეულ ბიზნესს, რომლებიც გათავისუფლებულები არიან სხვადასხვა გადასახადებისგან” – წერია აღნიშნულ პეტიციაში.
პეტიციის მისაღებად 8305 ხელმოწერა იყო საჭირო, ამ დროისათვის კი 12235 ხელმოწერაა შეგროვებული. მეგა ტვ-ს გადამღები ჯგუფი დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ ქუთაისელები კითხვაზე, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა საპატრიარქო მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან?