LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ჩვენ, როგორც ხელისუფლება არ ვსაუბრობთ ევროპული კურსის ცვლილების შესაძლებლობაზე” – კობახიძე

დაპოსტა 2026/02/16-ში
10
ნახვა
გაზიარება

ჩვენ არ ვსაუბრობთ, როგორც ხელისუფლება კურსის ცვლილების შესაძლებლობაზე. ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი, ეს ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, რომ ევროინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმ სატელევიზიო დებატებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თემა საქართველოს ევროინტეგრაციაა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ატყუებენ ადამიანებს, რომ ევროკავშირის წევრი თუ გავხდებით, ხვალ ბრიუსელში ან ბერლინში გავიღვიძებთ“.

„ამასთან ერთად, ყველა თემასთან დაკავშირებით პლუს-მინუსები შეიძლება იყოს განხილული, მათ შორის განსაკუთრებით, იმ ყალბი კამპანიების ფონზე, რომელიც წარიმართება. მაგალითად, საზოგადოებას აჯერებენ, როგორც ერთი ტყუილი იყო, რომ ეკა გიგაური წარადგენდა წელიწადში ერთხელ დეკლარაციას და ხვალ ჩელიაბინსკში ვიღვიძებდით, ასევე ატყუებენ ადამიანებს, რომ ევროკავშირის წევრი თუ გავხდებით, ხვალ ბრიუსელში ან ბერლინში გავიღვიძებთ. ესეც ჩვეულებრივი ტყუილია“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებში.

„კლიპებს ავრცელებენ იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, მას შემდეგ, რაც პირობითად, ესტონეთი ევროკავშირის წევრი გახდა, მისი ეკონომიკა 2-ჯერ გაიზარდა და ასე შემდეგ. 2003 წელს გაწევრიანდა თუ არ ვცდები ესტონეთი ევროკავშირში. თქვენ რომ შეადაროთ ეკონომიკური ზრდა ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ასე შემდეგ, რომ აიღოთ საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმ მომენტიდან დღემდე, საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებში. ასეთი რაღაცებით არ შეიძლება მანიპულირება და ჭარბი ემოციების გამოწვევა საზოგადოებაში. დებატების საგანი არ არის იმის გადახედვა, რაც კონსტიტუციაში წევრია. ეს არ არის მიზანი. მაგალითად, ეს დებატები ადამიანებს მისცემს იმის თქმის საშუალებას, რომ გავრცელებული ინფორმაცია, პირობითად, ეკონომიკასთან დაკავშირებით არის სრული სიყალბე და ამით ცდილობენ ადამიანებში ჭარბი ემოციების გამოწვევას იმისთვის,რომ ეს ჭარბნი ემოციები შემდეგ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართონ. ამიტომ, ჭარბი მოლოდინები რომ არ შეიქმნას, ზუსტად უნდა გაიგოს საზოგადოებამ, რა შედეგებს იწვეს ეკონომიკური კუთხით მაგალითად, ევროინტეგრაცია, რა პლუსები და მინუსები აქვს. ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიზანშეწონილია“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

“თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ” – კობახიძე

თებერვალი 16, 2026
0
მთავარი

რუსეთის გარდა კიდევ ოთხი საერთაშორისო სუბიექტია, რომელიც არ აღიარებს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას და ასევე არიან ქვეყნის შიგნით ექსტრემისტული ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას....

დაწვრილებითDetails

მამაკაცი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

თებერვალი 16, 2026
702
მთავარი

გორში, წმინდაწყლის უბანში მამაკაცი კორპუსის მე-8 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.  შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. როგორც ადგილზე ,,ქართლის ამბებს" უთხრეს, დაღუპულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. შსს-ს ცნობით,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანმა სატვირთო მოიპარა – მფლობელმა ქურდობა საჯარიმო შეტყობინებით გაიგო

თებერვალი 16, 2026
51
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 13 წლის არასრულწლოვანმა სამეურნეო დანიშნულების მსხვილგაბარიტიანი მანქანა მოიპარა. ქურდობის ფაქტი, სოფელ კოლაგში ღამით მოხდა, როცა მანქანა მესაკუთრის საცხოვრებელ სახლთან იყო გაჩერებული. ავტომობილს მფლობელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და ვენახში გადაადგილებისთვის...

დაწვრილებითDetails

ბაღდათში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოვლინდა

თებერვალი 16, 2026
141
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმოები გამოავლინეს. ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი ლ. ა.-ს (მის: გრიგოლ ხანძთელის ქ. N11, ბოლნისი) რძის...

დაწვრილებითDetails

პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს, პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება

თებერვალი 16, 2026
7
მთავარი

პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს, პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორ იურიდიულ სუბიექტს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს. ამ მიმართულებით...

დაწვრილებითDetails

საია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას იწყებს

თებერვალი 16, 2026
12
მთავარი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით, საია სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს. როგორც საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

„ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება

თებერვალი 16, 2026
4
მთავარი

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი, 316-ე პრიმა მუხლი დაემატება სახელწოდებით: “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შემდეგ შემთხვევაში გაითვალისწინებს: - საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქის სტატუსის არმქონე პირის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

თებერვალი 16, 2026
59
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული...

დაწვრილებითDetails

საგანგებო სიტუაციების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 16, 2026
665
მთავარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში 16 და 17 თებერვალს დაგეგმილია ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონის...

დაწვრილებითDetails

16 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

თებერვალი 16, 2026
284
ამინდი

16 თებერვალს, საქართველოში მოსალოდნელია უჩვეულოდ თბილი და უმეტესად მზიანი ამინდი, ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა +25 გრადუსამდეც აიწევს.   ყველაზე მაღალი მაჩვენებელი +25 გრადუსი ბათუმში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა +7 გუდაურში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».