„ღვითსმშობლის სახელობის ტაძრის ქვედა რეგისტრებსა და საკურთხეველზე მოწყობილი კრამიტის სამშენებლო მასალების სტანდარტებთან შეუსაბამობა დადასტურდა“ – ამის შესახებ განცხადებას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.
ამ ეტაპზე ტაზარზე დამატებით თუნუქის გადახურვა ეწყობა, რათ სახურავიდან ჩასულმა წყალმა საუკუნოვანი ფრესკები კიდევ უფრო მეტად არ დააზიანოს. გელათზე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, იცვლება გადახურვა, თუმცა მასალის უხარისხობის შედეგად ტაძარში წყალმა ჩაჟონა და ფრესკების დაზინება გამოიწვია.
პროცესის გასაცნობად და მედიისათვის ინფორმაციის მოწოდებისათვის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე. მათ მედიასთან კომენტარები გააკეთეს.
„მართალია არ იყო მკაცრი მონიტორინგი სამუშაობისა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ“ – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
დაზინებული გადახურვის დაახლოებით 10-15 პროცენტია – აღნიშნეს მათ.