ვფიქრობ, რომ ჩვენ მალე ვნახავთ თვითონ „ქართული ოცნების“ ანულირებას, როგორც პოლიტიკური ძალის, იმიტომ, რომ ისინი მიიღებენ სამარცხვინო შედეგს 2 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით პრეზიდენტი თავად გააკეთებს განცხადებას და იმედოვნებს, რომ ზურაბიშვილს ამასთან დაკავშირებით „სწორი პოზიცია ექნება“.
„ისინი ვერანაირად ვერ მოახერხებენ ამ უმნიშვნელოვანესი შეთანხმების გაუქმებას, რომელსაც ჰქვია ქართულ-ევროპული მომავლის საგზაო რუკა. „ქართულ ოცნებას“ ამ ხელშეკრულების გაუქმების უფლებას არავინ მისცემს. ისინი ძალიან მწარე მარცხს განიცდიან 2 ოქტომბერს. პრეზიდენტი თავის პოზიციას მკაფიოდ გამოხატავს.
არ მინდა მის მაგივრად გავაკეთო განცხადება. შესაბამისად, ყველა უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ პროვოკაციამ და დემარშმა ქვეყანას რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს“, აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.