ჩვენ ვცდილობდით გაგვეკრა ბანერები თუმცა მერიის წარმომადგნლებმა ხელი შეგვიშალეს – განაცხადა “მეგა ტვ”-თან საუბრისას სტრატეგია აღმაშენებლის მხარდამჭერმა. ისინი ბანერების განთავსების აკრძალვას აპროტესტებენ.
“მეგა ტვ” მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს ირაკლი გიორგაძეს ესაუბრა, მისი თქმით 2010 წლიდან ქუთაისმა და საქართველომ უამრავი არჩევნები გაიარა და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს უკმაყოფილება არ ჰქონიათ და დღეს თუ კი რაიმე პრეტენზია აქვთ შეუძლიათ მიმართონ შესაბამის ორგანოს და ისინი მტკიცებულებების საფუძველზე, აუცილებლად მოახდენენ დროულ რეაგირებას.
შეგახსენებთ 2020 წელს ცვლილებაა პლაკატების განთავსების რაოდენობაში. თუ წინა არჩევნებზე, თითოეულ ადგილზე ერთი საარჩევნო სუბიექტის 4 ცალი პლაკატის განთავსება იყო ნებადართული, ახლა მათი რაოდენობა შეზღუდული არ არის.