“ჩვენ ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის. ვლოცულობთ გამარჯვებისთვის . დღესაც ასე მოვიქცევით. სადაც არ უნდა ვიყოთ. სადაც არ უნდა გავატაროთ შობა. დღეს ყველა უკრაინელი ერთადაა. შობას ყველა ერთად ვხვდებით, როგორც ერთი დიდი ოჯახი, როგორც ერთი ერი, როგორც ერთიანი ქვეყანა… შობის ღამე წელიწადის ყველაზე გრძელი ღამეების დროა, მაგრამ ხვალიდან დღე გახანგრძლივდება, სინათლე გაძლიერდება. ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითი-დღე, სიბნელე უკან დაიხევს. სიბნელე დამარცხდება. ბოროტება დამარცხდება. დღეს ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, ჩვენი საერთო ოცნება და ეს არის რისთვისაც ყველა ვლოცულობთ: ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენი უკრაინისთვის. იმ დღისთვის, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ სახლში მისვლას, მშვიდობიან შობას, მშვიდობიან წელს და ვეტყვით ერთმანეთს: “ქრისტე იშვა!” | ზელენსკის საშობაო მიმართვა
რა ვითარებაა კურსებში – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებტან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. "გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე სწავლობენ...










