LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრეზიდენტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

“ჩვენ ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის იმას, თუ რატომ არ ნებდებიან საქართველოში ადამიანები” – სალომე ზურაბიშვილი

დაპოსტა 2025/06/16-ში
A A
94
ნახვა
გაზიარება

ჩვენ ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის, თუ რატომ არ ნებდებიან საქართველოში ადამიანები, რადგან ეს არ არის მხოლოდ ტიპური პოლიტიკური კრიზისი. ეს ბევრად მეტია და ეხება საქართველოს მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN Prima NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პირველ რიგში, ვაგრძელებ ჩემს, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტის როლს. საქართველოში ყველა სხვა ინსტიტუტი ახლა პარტიული ორგანოა. ისინი აღარ არიან სახელმწიფო ინსტიტუტები, ისინი აღარ არიან დამოუკიდებლები. ძალიან მნიშვნელოვანია, გვყავდეს ფიგურა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს უწყვეტობას. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სიმბოლურია. მე არანაირი უფლებამოსილება არ მაქვს, მაგრამ ვიყენებ ამ სიმბოლიკას და ნდობას, რომელიც საქართველოში ხალხისგან მივიღე, რათა ვცადო ოპოზიციის კოორდინაციისა და გაერთიანების როლის შესრულება. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ რეჟიმს და ქვეყნის გარეთ წარმოვაჩინოთ ის, რაც საქართველოში ხდება. ვცდილობ, ვაჩვენო, რა ხდება სინამდვილეში საქართველოში და ვიყო იმ ადამიანების ხმა, ვინც ქუჩაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობს და ვიყო მათი ხმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ჩემი კონტაქტებისა და ნაცნობების წყალობით“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები გრძელდება და ეს აქციები რეალურად, ორ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, როდესაც ხალხი ქუჩებში გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ.

„ასე რომ, ჩვენ არსებობის ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის, თუ რატომ არ ნებდებიან ადამიანები, რადგან ეს არ არის მხოლოდ ტიპური პოლიტიკური კრიზისი. ეს ბევრად მეტია და ეხება საქართველოს მომავალს. ვფიქრობ, შესაძლოა, პარტნიორები საკმარისად არ აფასებენ იმას, რომ აქ მიმდინარე მოვლენები გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიული პარტნიორებისთვისაც, იქნება ეს შეერთებული შტატები თუ ევროპა და ეს მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს ეხება მთელ კავკასიასა და შავ ზღვას და, შესაბამისად, ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობას. რუსეთი უფრო ფართო გამოწვევას ქმნის აქ, მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპა დიდ ინვესტიციებს დებს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების შესაქმნელად, დემოკრატიული ქვეყნის შესაქმნელად, იმისთვის, რომ შეიქმნას უსაფრთხო და სანდო პარტნიორი როგორც ევროპისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის შავი ზღვის რეგიონში.

„ეს ყველაფერი მოულოდნელად ქრება ისე, რომ არავინ რეაგირებს თანმიმდევრულად და პოლიტიკურად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ადგილზე რეაგირება უნდა მოახდინონ არამედ, სიტყვებით მაინც ნათლად თქვან, თუ რა ხდება“, – აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს, ბექაური და მაისურაძე იჭიდავებენ

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ცნობილია, ევროპის ჩენპიონატზე, ბექაურის ნაცვლად ვინ იჭიდავებს
მთავარი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირის მეხუთე  დღეს კაცები 90 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები – 70 კგ-ში გამოვლენ. 90 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ეყოლება: ორგზის ოლიმპიური...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის ივნისის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ზოდიაქოს ამ 3 ნიშნისთვის 2025 წლის ივნისის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მათ მომდევნო დღეების განმავლობაში ფინანსური სიურპრიზი და იღბალი ელოდებათ: ვერძი ივნისი ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. განსაკუთრებით წარმატებული...

დაწვრილებითDetails

დილის 5 ეფექტური ჩვევა – რა არ უნდა გავაკეთოთ დილით

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ადრე ადგომა გიჭირთ? – რჩევები მათთვის, ვისაც დილის რეჟიმზე გადასვლა უნდა
მთავარი

დილა მხოლოდ დღის დასაწყისი არ არის, ის ყველა სისტემის გააქტიურებაა: საჭმლის მონელებიდან ჰორმონალურ ბალანსამდე. თუ შეამჩნევთ, რომ დილით სახე დაღლილი გაქვთ, კანი კი შეშუპებული, შესაძლოა პრობლემა არა თქვენს მზრუნველობაში, არამედ...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანი კვირის ბოლომდე ბედისწერისგან განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებს

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

ზოდიაქოს 5 ნიშანი კვირის ბოლომდე ბედისწერისგან განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებს. ესენია: კურო კვირის დასაწყისი თევზებში მთვარით თქვენთვის დამამშვიდებელი იქნება. 17 ივნისიდან ქალწულში მარსი გაააქტიურებს პარტნიორობის სფეროს, რაც მდიდარ და რომანტიკულ დღეებს...

დაწვრილებითDetails

„ოჯახს პენსიის 400 ლარს არიცხინებდა…”ანჟელა კვარაცხელიას 5 წელი და 7 თვე მიუსაჯეს

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
„ოჯახს პენსიის 400 ლარს არიცხინებდა…”ანჟელა კვარაცხელიას 5 წელი და 7 თვე მიუსაჯეს
მთავარი

სუროგაციის საქმეზე, თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ ანჟელა კვარაცხელიას სასამართლომ 5 წლითა და 7 თვით თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი საქმეზე დღეს გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ემიგრანტმა ცოლ-ქმარმა საქართველოში, სუროგაციის შუამავალს, ანჟელა კვარაცხელიას 300...

დაწვრილებითDetails

ტრამპმა დიდი რვიანიდან რუსეთის გარიცხვას დიდი შეცდომა უწოდა

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ
მთავარი

დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში მედიასთან საუბრისას დონალდ ტრამპი დიდი რვიანიდან რუსეთის გარიცხვის საკითხსაც გამოეხმაურა და მას დიდი შეცდომა უწოდა. ტრამპის აზრით, ეს რომ არ მომხდარიყო, ომიც არ იქნებოდა. „დიდ შვიდეულამდე...

დაწვრილებითDetails

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე,დაკავებულ იქნა ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

რომელი დღე იქნება ამ კვირაში ზოდიაქოს ნიშნებისთვის წარმატებული და როდის უნდა ვიყოთ ფრთხილად

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ: 16 ივნისი ამ დღეს შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ და იფიქროთ,...

დაწვრილებითDetails

როგორი კოლეგები არიან ზოდიაქოს ნიშნები და როგორ გამოვნახოთ მათთან საერთო ენა

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ბევრი დარწმუნებულია, რომ ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი სამსახურში ზედმეტად აგრესიული, ნარცისი ან უცნაურია. ჩვენ გეტყვით, როგორ უნდა შეეგუოთ და შეეწყოთ კოლეგას, თუნდაც დარწმუნებული იყოთ, რომ ეს მისი ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია. ნებისმიერი...

დაწვრილებითDetails

ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს
მთავარი

ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ირანის ხელისუფლების ცნობით, ესმაილ ფექრი 2023 წელს დააკავეს. ოფიციალური თეირანის ინფორმაციით, ის ფულის სანაცვლოდ ცდილობდა მოსადისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებას....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"