LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ჩვენ დღეს ვართ იმის მოწმე, თუ რა ხდება, როცა რეჟიმი ვერაფერს აღწევს და როცა მისი დასრულების ჟამი იწყება – სალომე ზურაბიშვილი

დაპოსტა 2025/10/24-ში
30
ნახვა
გაზიარება

ჩვენ დღეს ვართ იმის მოწმე, თუ რა ხდება, როცა რეჟიმი ვერაფერს აღწევს და როცა მისი დასრულების ჟამი იწყება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ზურაბიშვილმა საზოგადოებას 26 ოქტომბერს ერთად დგომისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა.

„26 ოქტომბრიდან გავიდა, თითქმის, ერთი წელი. ერთი წელი საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეული წელია, რადგან ჩვენ ვნახეთ, რაც ამ დღეებში არა თუ გრძელდება არამედ კიდევ უფრო დამძიმდა, ისტერიკული რეპრესიები რეჟიმიდან, ისტერიული რეპრესიები მშვიდობიანი საზოგადოების წინააღმდეგ. ეცადნენ, რომ გადაეყვანათ არამშვიდობიან სცენარზე, მაგრამ არც ეს გამოუვიდა რეჟიმს და ყველანაირად, ყველა ფორმით უდანაშაულო ადამიანების დაჭერებით, დაჯარიმებით, დაშინებით ცდილობენ, რომ ის პროტესტი, რომელიც გრძელდება, ჩაახშონ.

გრძელდება რეპრესიები და ახალი რუსული კანონები. ეს რუსული მოდელი ყველაფერში ვრცელდება და ახლა ველოდებით, რომ მიღებული იქნება ის კანონი, რომელიც აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებსა და პარტიის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას.

ეს არის ამ პოლიტიკური რეპრესიებისა და რუსული სცენარის განვითარების კიდევ ერთი ეტაპი, რომელიც ჩვენ ამ ერთი წლის მანძილზე ვნახეთ, თუმცა ბევრად უფრო დაჩქარებულად, ვიდრე ეს ვნახეთ თავის დროზე რუსეთში.

საქართველო შედის რუსეთის სივრცეში, რადგან აქ სანქცირებული გემები შემოდიან, რომლებსაც სანქცირებული ნავთობი შემოაქვთ. ჩვენ ვართ გზა რუსეთისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუაროს და ამით საქართველო ხდება ერთგვარი ნაცრისფერი კრიმინალური ზონა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ამ ერთი წლის მანძილზე რეჟიმმა ვერაფერს ვერ მიაღწია. ვერ მიაღწია იმას, რომ დაერღვია საერთაშორისო იზოლაცია. ვერ ჩაახშო საზოგადოების პროტესტი და ვერც ქვეყანას მართავს. ეს ქვეყანა აღარ არის მართული. ეს რეჟიმი არის რეპრესიული, მაგრამ ეს არ არის რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას და რაც მთავარია, ჩვენ დღეს ვართ იმის მოწმე, თუ რა ხდება, როცა რეჟიმი ვერაფერს აღწევს და როცა მისი დასრულების ჟამი იწყება. ეს არის შიდა დაპირისპირება. რაც არ უნდა ანტიკორუფციულად „გაასაღონ”, ეს არის შიდა კრიმინალური გარჩევები. შიგნით არის სრული უნდობლობა ერთმანეთის მიმართ, ბატონი ივანიშვილისა და მისი უახლოესი ადამიანების მიმართ. არანაირი ნდობა, რომელიც იყო ამ ე.წ. გუნდის საფუძველი, აღარ არსებობს.

ეს არის ბოლო ეტაპი, რომელსაც ვუყურებთ და უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ შეიძლება ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენგან საჭიროა გამძლეობა ამ რეპრესიების ფონზე, კიდევ მეტი სოლიდარობა, რაც არის ჩვენი ყველაზე დიდი თვისება და ამას ნამდვილად ვაჩვენებთ.

26 ოქტომბერს ჩვენ ყველა ვიქნებით ერთად და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ, რომ პროტესტი არ ქრება, რომ სოლიდარობა არ ქრება და საქართველო მუდმივია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვის აქვს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება

ოქტომბერი 30, 2025
16
მთავარი

მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება, დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა, შესაბამისად მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებული არიან წარდგენილ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

“5 წელში აღირიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

ოქტომბერი 30, 2025
27
მთავარი

ბოლო 5 წლის განმავლობაში, აღირიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის, 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი -...

დაწვრილებითDetails

ამბიონი წამართვეს, ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი -არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

ოქტომბერი 30, 2025
4
მთავარი

ამბიონი წამართვეს, ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი. ყოველდღე - ბოლომდე, - ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათზე წმინდა სპირიდონის პარაკლისს ვიხდიდი ქვემო ბეთლემში, მაგრამ...

დაწვრილებითDetails

“მთავარ თემას ლოცვიდან: „გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან და გვაცილე უბედურება“, აგრესიულად დაუპირისპირდა ეს სასულიერო პირი”- გია ვოლსკი დოროთე ყურაშვილზე

ოქტომბერი 30, 2025
21
მთავარი

არ დავიჯერე და მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნილია, რასაც ვუყურებთ - „გვიხსენ ჩვენ განსაცდელისგან“ ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, რომელსაც ნებისმიერი სასულიერო პირი უნდა ემსახურებოდეს. „შექმენი განსაცდელი ქვეყნისთვის“ - ეს არ არის ის...

დაწვრილებითDetails

“ვიცი, რომ მამა ანდრიას ბევრად მეტი, ეკლესიიდან გაშვება და განკვეთა უნდოდა, მადლობა უწმინდესს” – დოროთე ყურაშვილი

ოქტომბერი 30, 2025
26
მთავარი

ნამდვილად მოულოდნელი იყო გადაწყვეტილება, რადგან ვიცი, რომ მამა ანდრიას ბევრად უფრო მეტი უნდოდა. უნდოდა საერთოდ ეკლესიიდან გაშვება და განკვეთა, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა მამა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპატრიარქოს ეპარქიული...

დაწვრილებითDetails

“გიორგი გახარიას პარტიამ თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შემოვიდა” – შალვა პაპუაშვილი

ოქტომბერი 30, 2025
17
მთავარი

გიორგი გახარიას პარტიამ თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შემოვიდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ განაცხადა. პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ ვერ მოხვდა მათ სარჩელში პარტია...

დაწვრილებითDetails

“კაცმა სახლიდან სანადირო თოფი აიღო და ორ ადამიანს ესროლა” – სასტიკი ანგარიშსწორება

ოქტომბერი 30, 2025
766
მთავარი

სამართალდამაცვებმა კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 43 წლის მამაკაცი დაკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელეულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით, შურისძიების მოტივით, ორ ადამიანს...

დაწვრილებითDetails

პირი, რომელმაც საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ავტომობილით რამდენჯერმე სახიფათო მანევრი შეასრულა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი

ოქტომბერი 30, 2025
91
მთავარი

პირი, რომელმაც გუშინ, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლასთან საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ავტომობილით რამდენჯერმე სახიფათო მანევრი შეასრულა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. ის კლინიკაში მკურნალობას გაივლის. ცნობისთვის, ფაქტის...

დაწვრილებითDetails

2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უცხოელმა ვიზიტორებმა ექვს მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს- საქსტატი

ოქტომბერი 30, 2025
9
მთავარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.0 მილიონი შემოსვლა, რაც 6.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 40.7...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

ოქტომბერი 29, 2025
125
მთავარი

ბათუმის სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, ლევან ყოლბაიამ მიიღო. როგორც ყოფილი დეპუტატის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე პროკურატურის მტკიცებულებებიდან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».