პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ ეგზიტპოლების შედეგები მათი პარტიისთვის სანდო არ არის.
“ჩვენი გუნდისთვის და ჩვენი პარტიისთვის ეგზიტპოლები არის ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რაც დარწმუნებული ვარ საზოგადოებამ იცის და თქვენც იცით:
ჩვენი მხარდამჭერების მისამართით თვეების განმავლობაში არის უპრეცენდენტო სისტემური ზეწოლის და დაშინების ფაქტები, ადამიანებს სურათის გადაღებაც კი ერიდებათ და ბუნებრივია, რომ ისინი თავიანთ გაკეთებულ არჩევანს არ დააფიქსირებენ.
ეს მთავარი მიზეზი და მეორე – სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ჩვევიათ ხოლმე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ეგზიტპოლების შედეგების გამოყენება.
ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ შედეგებს ცესკოს მხრიდან”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.