უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მოიგებს ომს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ, ხოლო რუსეთი ახლო მომავალში დაიშლება.
„ყველა ჩვენგანს ვუსურვებ გვჯეროდეს უკრაინის გამარჯვების, გვჯეროდეს, რომ სიკეთე აუცილებლად დაამარცხებს ბოროტებას, რადგან ჩვენ ძალის ნათელ მხარეზე ვართ, ხოლო ნათელ მხარეს კი უპირატესობა აქვს სიბნელეზე.
ჩვენ დავამარცხებთ ორკებს და მორდორდორის ქვეყანა [რუსეთი], დამიჯერეთ, დაიშლება ცალკეულ სახელმწიფო ერთეულებად და ერთად დავინახავთ მის კოლაფსს. ჩვენ კი დამოუკიდებელნი და ერთიანები დავრჩებით“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.









