ასეთი მდგომარეობა ქუთაისში ისტორიული წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზეა. დაბინძურებულია მდინარის ორივე სანაპირო და მიუხედავად იმისა რომ, ეს ტერიტორიები რამდენჯერმე გაიწმინდა მდგომარეობა კვლავ უცვლელია.
მიუხედავად იმისა რომ ხიდთან ახლოს სანაგვე ურნაცაა, როგორც ჩანს ადამინებისათის უფრო მოსახერხებელი პოლიეთილენისა თუ სხვა ნარჩენის მდინარის სანაპიროზე გადაგდებაა.
სააპიროების პოლიეთილენით დაბინძურებასთან ერთად პრობლემას წარმოადგენს ისიც რომ, ხშირად ადამიანები რიონის ნაპირებს საპირფარეშოებად იყენებენ და იქ, სადაც ადამიანები სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად უნდა ჩადიოდნენ, შარდისა და სიბინძურის სუნი ხვდებათ.
სანაგვე ურნის მსგავსად აქვეა საპირფარეშოც, თუმცა ეს ადგილი უკვე წლებია დაკეტილია და შესაბამისად, ბუნებრივი მოთხოვნილებებით შეწუხებულმა ადამიანებმა მარტივი გამოსავალი მოძებნეს.