დიდი შვიდეული“ იმდენ ხანს დაუჭერს მხარს უკრაინას, რამდენიც საჭირო იქნება, აცხადებს გერმანიის კანცლერი. ოლაფ შოლცის თქმით, მას სურს, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილი „დიდი შვიდეულის“ სამიტი უკრაინის გრძელვადიანი პერსპექტივების განსახილველად გამოიყენოს.
„ჩვენ გვსურს, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც იქნება საჭირო. გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გათვლები არ იმუშავებს. პუტინი იმედოვნებს, რომ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, როდესაც ის საკმარისი რაოდენობით მიწებს დაიკავებს და საერთაშორისო საზოგადოება ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდება. ეს ილუზიაა“, – განაცხადა შოლცმა.









