„დღეს ჩვენ აღარ ვართ რუსეთის უკანა ეზო“, – ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს ფრანგული გამოცემა „კვირის ჟურნალი“ (JDD).
პრეზიდენტი საუბრობს ორ ქვეყანას შორის კავშირზე, საქართველოს მიზანზე შეუერთდეს ევროკავშირს და ამავდროულად, მოსკოვთან რთულ დიალოგზე, რომელიც მუდამ მხარს უჭერს აფხაზ და ოს სეპარატისტებს.
საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხეს, რა მოლოდინი აქვს რუსეთის მოსალოდნელ რეაქციაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით.
„საგარეო საქმეთა მინისტრობისას, ჩემს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრებისას ხშირად წამოიჭრებოდა ნატოში გაწევრიანების საკითხი. რუსეთის პოზიცია შემდეგი იყო: – ალიანსის არჩევანი სუვერენულია, მაგრამ ის არ უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და მართალია, ის არ არის დაკავშირებული გაწევრიანების გადაწყვეტილებასთან, ახსნა მაინც საჭიროა. პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა დაამძიმა თავისი პოზიციები ჩვენთან, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც უკრაინაში. ალიანსი არის ის ადგილი, სადაც მომავალი უნდა იყოს მყარი. ჩვენი ურთიერთობებს რუსეთთან სრულიად გაყინულია. არანაირი დიალოგი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით მცირედ ტექნიკურ მიმოცვლას. თუმცა, ეს არასდროს იღებს პოლიტიკურ განზომილებას“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არაა საჭირო პუტინთან უფრო მეტი სიმტკიცე, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: „სიმტკიცე საჭიროა რათა პატივი გცენ. თუმცა საჭიროა გამოსავლების შეთავაზება. მხოლოდ სანქციები შედეგს ვერ მოიტანს. თუმცა, ის, რაც აკლია ევროკავშირს არის ხედვა ამ კონფლიქტებიდან გამოსავალზე და რუსეთისათვის შეთავაზებები“.
სალომე ზურაბიშვილს აღვაღაეთში ამერიკის წარუმატებლობის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან განაცხადა, რომ ამ გამოწვევამ ვიეტნამი გამახსენა.
„ეს არასტაბილურობის ფაქტორია, განსაკუთრებით, რუსეთისთვის. ეს რეგიონი გახდა მისი ჭეშმარიტი უკანა ეზო. ჩვენ იქ აღარ ვართ. როგორ უნდა გამოვიდეს ის ამ სიტუაციიდან? ეს ის შეკითხვაა, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის ძალიან აქტუალური იქნება“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
წყარო:report.ge