ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში რამდენიმე დღის წინ 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ის მაშინ დაიღუპა, როცა ქარხანაში მეტალის დნობისას გადმოსული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გამონაბოლქვით ინტოქსიკაცია სახელდება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთინების იმერეთის ოფისის კოორდინატორის ირაკლი მხეიძის თქმით ქარხნის ადმინსიტრაცია ფაქტის დამალვას ცდილობს . შსს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
პროდუქციით წყენის არც ერთი შემთხვევა არ არსებობს- დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი
შესაძლებელია ცალკეულ დაზიანებულ პროდუქციაზე იყოს საუბარი, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება იმ სურათს, რომ საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდა, - ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის, „კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებლის, ივანე...









