LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა – „ევრონიუსი“

“ჩვენი მიდგომა აქ იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი” – გიორგი გახარია დანაშაულში მონაწილე პოლიციელებზე

დაპოსტა 2019/10/10-ში
A A
128
ნახვა
გაზიარება

გიორგი გახარია – ერთეული შემთხვევები ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 პოლიციელს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ქვეყანას

რა თქმა უნდა ეს არის მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ერთეული შემთხვევები ვერცერთ შემთხვევაში  მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც დადასტურებულად იქნება ფაქტი, რომ სამართალდამცველი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, მიდგომა იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ.

„მინდა შევეხო ბოლო კვირის განმავლობაში მომხდარ შემთხვევას, როდესაც მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ 5 ადამიანს შორის ორი აღმოჩნდა პოლიციის თანამშრომელი. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ერთეული შემთხვევები ვერცერთ შემთხვევაში მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას. ასევე უნდა გვესმოდეს ისიც, რომ მაშინ როდესაც დადასტურებულად გვექნება ფაქტი, რომ სამართალდამცველი თავისი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერების გათვალისწინების გარეშე ჩადის დანაშაულს, ჩვენ ბევრად უფრო მკაცრები ვიქნებით და ჩვენი მიდგომა აქ იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი. რამეთუ, ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით პოლიციელის, კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთეული შემთხვევების გამო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ერთეულ შემთხვევებსაც არ უნდა შევურიგდეთ და სწორედ ამიტომ არის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული ის რეფორმები, რომელსაც ჰქვია სისტემური განახლება და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ფასეულობების დონეზე, ჩვენს პოლიციაში შევცვალოთ როგორც მიდგომები, მათი ფუნქციების, მოვალეობის და ქვეყნის წინაშე ვალდებულებების ნაწილში, ასევე მათი ყოველდღიური შრომის ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თეგები: გახარიადანაშაულიპოლიცია
გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა
მთავარი

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა. ბიუროს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ წარუდგინეს. ლაშა მოძღვრიშვილს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება...

დაწვრილებითDetails

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სტიკერის გაკვრის ფაქტზე მზია ამაღლობელს 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
მზია ამაღლობელი 2 000 ლარით დააჯარიმეს
მთავარი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, სახდელის ზომად კი, ჯარიმა, 1 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. სასამართლო პროცესზე შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მარიანა ფომაევამ გამოაცხადა. მოსამართლის მიერ...

დაწვრილებითDetails

მუსიკოსი დადა დადიანი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
მუსიკოსი დადა დადიანი გარდაიცვალა
მთავარი

მუსიკოსი დადა დადიანი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. დადა დადიანმა შემოქმედებითი კარიერა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი სხვადასხვა დროს ჯგუფი "ტაქსის", Children's Medicine-ის და Georgian Dance Empire-ის ფრონტმენი იყო.

დაწვრილებითDetails

ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ისრაელ-ირანის კონფლიქტს ეხმიანება და ირანელ გულშემატკივარს მიმართავს: „ძვირფასო მეგობრებო, ამ რთულ და მტკივნეულ დღეებში, გულწრფელად მინდა, რომ თქვენს გვერდით ვიყო. ირანში რვა მნიშვნელოვანი წელი გავატარე და...

დაწვრილებითDetails

“ჭკვიანი ადამიანები ირანს მუქარის ენით არასდროს დაელაპარაკებიან” -აიათოლა ალი ხამენეი ტრამპის განცხადებაზე

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
“ჭკვიანი ადამიანები ირანს მუქარის ენით არასდროს დაელაპარაკებიან” -აიათოლა ალი ხამენეი ტრამპის განცხადებაზე
მთავარი

ირანელი ხალხი არ დანებდება, - ასე გამოეხმაურა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „უპირობო დანებების“ შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას. „ეს ქვეყანა არასდროს დანებდება. ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ სამხედრო ჩარევას ნამდვილად...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თეთრიწყაროში შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
მთავარი

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ სამი მაღალი რისკის მქონე მუნიციპალიტეტისათვის - ვანის, ბაღდათისა და ქობულეთისთვის - გეოლოგიური საფრთხეების...

დაწვრილებითDetails

“სიძემ მოკლა სიმამრი, უსინათლო კაცი…” – ხაშურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ხა­შურ­ში მოკ­ლუ­ლი 63 წლის მა­მა­კა­ცის, თე­მურ მა­ხა­რაშ­ვი­ლის და მისი მე­უღ­ლის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი. “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით ცხე­და­რი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან სახ­ლში გა­და­ას­ვე­ნეს. უსი­ნათ­ლო კაცს სხე­ულ­ზე და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი...

დაწვრილებითDetails

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მწუხარებას გამოთქვამს მადონა ნიჟარაძე-ფანჩულიძის გარდაცვალების გამო. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სასწავლო - მეთოდური განყოფილების უფროსის, ისტორიის მეცნერებათა...

დაწვრილებითDetails

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ოსიაურში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ოსიაურში 63 წლის მამაკაცის მკვლელობაში სიძეს ადანაშაულებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ნაცემია გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლეც. ,,ერთად ცხოვრობდა ცოლ-ქმარი, შვილთან და სიძესთან ერთად", - ამბობენ ადგილობრივები. მათივე ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი მიიმალა. შსს-ს დაკავების...

დაწვრილებითDetails

ოსიაურში მამაკაცი მოკლეს

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ხაშურის სოფელ ოსიაურში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს. როგორც სოფლის წარმომადგენელმა „ქართლის ამბებს“ განუცხადა, გარდაცვლილი კაცი უსინათლო იყო. „ვინ მოკლა და როგორ მოხდა, ათასნაირი ვერსია ვრცელდება. ეს კაცი კი ნამდვილად უსინათლო იყო“...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"