ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია გაიმართა. მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ. მათ ბანერი წარწერით: “თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს” გაშალეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, ოპოზიციის დევნას თავი დაანებონ და მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგან ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.
“ჩვენი დროის გმირი ციხეში არ უნდა იჯდეს. ხელისუფლება, ნაცვლად ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისა ებრძვის და დევნის ოპოზიციას, მათ არაფერი მოიმოქმედეს უკანონოდ დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად. ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად უნდა დაბრუნდეს ოჯახში და ხელისუფლებამ მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას “,-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მათი თქმით, ვიდრე ვაჟა გაფრინდაშვილი არ გათავისუფლდება, აქციები გაგრძელდება.