„ჩვენ უბრალოდ მათ უნდა დავუბრუნდეთ – მათ ქმედითუნარიანობა უნდა დავუბრუნოთ. ეს არის მშვიდობის ფორმულა. ამისთვის უნდა გავარკვიოთ ქვეყნები როგორ ითანამშრომლებენ და რომლები იქნებიან თანალიდერები, რათა დავაფიქსიროთ და ქმედებების გეგმა შევასრულოთ მშვიდობის ფორმულის თითოეულ პუნქტზე. ეს გასაგები და მიღწევადი მიზნებია. დღეს შეგვიძლია პოლიტიკური იმპულსი მივცეთ ყველა ნაბიჯის რეალიზებას, რომელიც აუცილებელია რეალური მშვიდობისთვის…
ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რას ნიშნავს სამართლიანი მშვიდობა მთლიანად მსოფლიოსთვის და როგორ შეიძლება მისი ნამდვილად, მყარად მიღწევა. ჩვენთვის საფუძველს გაეროს ქარტია წარმოადგენს. ხოლო შემდეგ, როდესაც ყველას მიერ შეთანხმებული და ერებისთვის გამჭვირვალე სამოქმედო გეგმა მაგიდაზე იქნება, – მაშის მის შესახებ რუსეთის წარმომადგენლებს შევატყობინებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის გლობალურ სამიტს რუსეთი არ ესწრება.
„რატომ? ვინაიდან, რუსეთი მშვიდობით რომ იყოს დაინტერესებული, მაშინ ომიც არ იქნებოდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.










