ჩერნობილის ზონაში დაფიქსირდა რადიაციის დონე გაიზარდა – უკრაინული მედია ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სისტემის მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში, მიუთითებს იმაზე, რომ გამა გამოსხივების (წითელი წერტილები) საკონტროლო დონეები მნიშვნელოვანი რაოდენობითაა გადაჭარბებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ამ ტერიტორიაზე ოკუპაციისა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, დახურულ ზონაში, რადიაციული ფონის ცვლილების მიზეზების დადგენა შეუძლებელია.
უკრაინამ ჩერნობილის დახურულ ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი 24 თებერვალს, რუსეთის თავდასხმიდან პირველივე დღეს დაკარგა. ამ რაიონში ამჟამად რუსი სამხედროები იმყოფებიან. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსების მიერ ჩერნობილის დაკავება ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა, რადგან რუსეთმა ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, პროვოკაციისთვის გამოიყენოს.