,,ჩერნიგოვის რეგიონში დამპყრობლების მიერ დატყვევებული ორი უკრაინელი მფრინავი სახლში დაბრუნდა.
ისინი თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ძალისხმევით გაათავისუფლეს. ივან პეპელაშკო და ალექსეი ჩიჟი ტყვედ აიყვანეს 8 მარტს სოფელ ნოვაია ბასანთან (ჩერნიგოვის რეგიონი).
პილოტებს რამდენჯერმე შეუცვალეს დაკავების ადგილი, ბოლოს გადაიყვანეს ქალაქ კურსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც საკანში კიდევ რვა უკრაინელი ოფიცერი იმყოფებოდა.
ივან პეპელაშკო ამბობს, რომ სერიოზული დაზიანებების მიუხედავად, უკრაინელების უმეტესობას არ ეწევა ძირითადი სამედიცინო დახმარება: „ბიჭები უძლებენ, მაგრამ ჭრილობების უმეტესობამ დაჩირქება დაიწყო. მათ რუსებს სთხოვეს, სახვევები და ბრილიანტის მწვანე მაინც მიეცათ, რათა მძიმედმყოფებზე ეზრუნათ. მაგრამ ამაოდ.”
გათავისუფლებული პილოტების თქმით, ტყვეობაში გამუდმებით ტარდებოდა დამქანცველი დაკითხვები. ალექსეი ჩიჟი იხსენებს, რომ ყოველი დაკითხვა ტრადიციულად იწყებოდა პუტინის პროპაგანდით იმის შესახებ, რომ უკრაინა გამოიგონა ლენინმა
„გვაიძულებდნენ პროპაგანდისტული ვიდეოების ჩაწერას. უარის შემთხვევაში, გვემუქრებოდნენ, რომ თანამებრძოლების ჭრილობების შეხვევას შეწყვეტდნენ. თქვეს, რომ დაინფიცირებულ ნაწილებს მოჭრიან, ცალ-ცალკე ამოჭრიან. ახსენეს ჩვენი ოჯახები და საფრთხე, რომელიც მათ ემუქრება“.
რუსმა ოფიცრებმა დაკითხვის დროსაც კი აღიარეს, რომ მათი „ბლიცკრიგი“ ჩავარდა და დასახული მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდა.
„ისინი ნამდვილად ზომბირებული არიან! ისინი კითხულობენ, არის თუ არა ბევრი „ნაცისტი“ უკრაინაში.” – ამბობს ივან პეპელაშკო. – „ისინი იმეორებენ, რომ სურთ უკრაინის გათავისუფლება ნაცისტებისგან. რომ მალე ისევ ერთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, ხოლო გალიციას პოლონეთი წაიღებს. დარტყმულები არიან…“-წერს მერაბ მეტკვილაძე.










