LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ადამიანი ჩვენს თვალწინ ილევა და ქრება_გიული ალასანია

ჩემს შვილს ციხეში დაბრუნებას უპირებენ-გიული ალასანია

დაპოსტა 2023/03/22-ში
A A
82
ნახვა
გაზიარება

მივხვდი, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რითაც კლინიკა “ვივამედის” განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, კლინიკა მიმართავს პენიტენციურ სამსახურს, შეფასდეს სააკაშვილის  „ვივამედში“ დაყოვნების მიზანშეწონილობა.

როგორც ალასანია განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი ფეხზე ვერ დგება, სუსტად არის.

“მივხვდი, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ. ადამიანი ავად არის, ძალიან სუსტად. რომელი ექიმი მოაწერს ხელს, რომ ის ჯანმრთელია?! ადამიანი ფეხზე ვერ დგება, 62 კილო არის. 47 დიაგნოზი აქვს, აქედან 3 უმძიმესი.

მძიმე მეტალებით არის მოწამლული. დიდი ხანია, ამის ორგანიზმიდან გამოყვანაა საჭირო, მაგრამ ეს საკითხი არ დასმულა. მთელი ეს პერიოდი იმას ემსახურება, რომ როგორმე მოკლან ჩემი შვილი. მივხვდი, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ. შიდა ექიმებიც [ამას ამბობენ]. ჩემს შვილს ტელეფონი არ აქვს, სრულ იზოლაციაში ჰყავთ, ძალიან შეზღუდულია იმ პირთა წრე, ვისაც მისი ნახვა შეუძლია. დღეში 2-ჯერ მიმაქვს საკვები, რომ ამბობენ, თურმე არ მიმაქვს და მინდა მოვკლა.

ისპანახი, “ალადიკები” მივიტანე და ისპანახი ნახევარზე მეტი შეჭამა, სხვები როგორ იკვებებიან დილით?! რატომ წარმოუდგენიათ, რომ მოწამლული ადამიანი განსაკუთრებულს უნდა ჭამდეს. ხორცს მოწამვლის გამო ვერ ჭამს. საჭმელი არ შეუძლია, ამბობს: “არ გამაგონო”. ადამიანი მოწამლულია” , – აღნიშნავს ალასანია.

ინფორმაციისთვის, კლინიკა „ვივამედი“ აცხადებს, რომ “იძულებული ხდება” მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  “ვივამედში” შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

კლინიკის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ბოლო თვის მანძილზე სააკაშვილკ იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე, რის შედეგადაც სამედიცინო ცენტრი დაუმსახურებლად იღებს “უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას” და “მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს”.

„ვივამედის“ განცხადებით, ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.

გაზიარება33

დაკავშირებული -პოსტები

ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა
მთავარი

აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი ონი­სე ცხა­და­ძის მამა გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ონი­სეს ძმა, სან­დრო ცხა­და­ძე ავ­რცე­ლებს.   "ჩემი მა­მი­კო აღა­რაა", - წერს სან­დრო ცხა­და­ძე.   ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს,...

დაწვრილებითDetails

ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის გვერდით თავს დაცულად იგრძნობთ

by თამარა ქავთარაძე
ივნისი 26, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

ტყუპები ამ ასტროლოგიურ ნიშანს მართავს მერკური – კომუნიკაციის პლანეტა. ეს ნიშნავს, რომ ამ ნიშანს უყვარს კარგი საუბარი. მას მოსწონს, რომ დიალოგი იყოს მხიარული და მარტივი. ტყუპებმა იციან, როგორ შექმნან უსაფრთხო...

დაწვრილებითDetails

რვა ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში წლის ბოლომდე ნამდვილი სასწაული მოხდება

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის ბოლო იქნება საოცარი ცვლილებების დრო, რომლებიც ბედის მაგიის რწმენას გაგიძლიერებთ. ეს სასწაულები შეიძლება სხვადასხვა სფეროში გამოვლინდეს — სიყვარულში, კარიერაში, ოჯახურ ცხოვრებაში. ვერძი ვერძებისთვის წლის ბოლო ფინანსურ...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ეს ნიშანი მიიღებს იღბლიან ბილეთს

by თამარა ქავთარაძე
ივნისი 26, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

მშვილდოსანი ტაროს კარტები გირჩევენ უარი თქვათ მწუხარებასა და ეჭვებზე. პარასკევს შეძლებთ საკუთარ თავს ყველა კარი გაუღოთ, ყველაზე ამბიციური გეგმებიც კი განახორციელოთ და უბრალოდ დატკბეთ ცხოვრებით. მიესალმეთ ცვლილებებს და ნუ მოგერიდებათ...

დაწვრილებითDetails

სამყარო ზოდიაქოს ორ ნიშანს უახლოეს კვირებში ზღაპრულ სიმდიდრეს მოუტანს

by თამარა ქავთარაძე
ივნისი 26, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ტყუპები 2025 წელია მათი წარმატების წელი, თუმცა მთავარი ჯერ ახლა იწყება. ასტროლოგ გრიმის თქმით: „ეს არ ნიშნავს, რომ ონკანს თუ მოუშვებთ, ფული დაიწყებს დენას. შესაძლებლობა თავად უნდა შექმნათ.“ტყუპებს შესაძლოა კარიერული...

დაწვრილებითDetails

სოფო როინიშვილი წინასწარ დააჯარიმეს

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
სოფო როინიშვილი წინასწარ დააჯარიმეს
მთავარი

,,წინსწრებით დამაჯარიმეს. ანუ დღეს ჩამოვედი თბილისში და მოლოდინი აქვთ, რომ გადავკეტავ რუსთაველს." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სოფო როინიშვილი წერს და შსს-დან მიღებულ წერილს აქვეყნებს: ,,თქვენ დაჯარიმდით 174-1-5...

დაწვრილებითDetails

კარგი იქნება ვიფიქროთ, რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნას მიჩნეული – თეა წულუკიანი

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისგან თავშეკავება, პოლიტიკური სიბეცეა – წულუკიანი სალომე ზურაბიშვილზე
მთავარი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „ცილისწამების“ თაობაზე მუხლის შემოტანის და მის დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრის წინადადებით გამოდის.   შესაბამისი ინიციატივა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში...

დაწვრილებითDetails

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონიდან იმ მუხლის ამოღებაც იგეგმება, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონიდან იმ მუხლის ამოღებაც იგეგმება, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება.   საუბარია კანონის მეოთხე მუხლზე, რომლის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ამავე მუხლის მიხედვით, მოწოდება...

დაწვრილებითDetails

სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. ამ მიმართულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი, რომლის მიხედვით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

სა­ბერ­ძნეთ­ში კუნ­ძულ ქი­ოს­ზე ტყის ხან­ძრე­ბის უნებ­ლი­ედ გა­ჩე­ნა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ქარ­თვე­ლი ქალი და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ The Guardian-ი ავ­რცე­ლებს.   ქარ­თველ ქალს, სი­გა­რე­ტის გა­დაგ­დე­ბის შე­დე­გად, კუნ­ძულ­ზე ტყის ხან­ძრე­ბის ერთ-ერთი კე­რის შემ­თხვე­ვით გაღ­ვი­ვე­ბა­ში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"