LIVE TV
პარასკევი, იანვარი 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა-სალომე ზურაბიშვილი

დაპოსტა 2024/06/15-ში
5
ნახვა
გაზიარება

ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან ბუჩამდე იყო აფხაზეთი – როგორც ფილმის სათაურშია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე 800 დღეზე მეტია მიმდინარეობს.

„უდანაშაულო სიცოცხლეების დაკარგვის, გაჩანაგებისა და ეკონომიკური განადგურების 800 დღე. 800 დღე რაც უკრაინელები თავისუფლებისთვისა და თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ ასევე მთლიანად ევროპის თავისუფლებისთვისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვიან. და ამის მიღმაც, [იბრძვიან] დემოკრატიის იდეალებისთვისა და კანონის უზენაესობის შენარჩუნებისთვის ან აღდგენისთვის.

ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან ბუჩამდე იყო აფხაზეთი – როგორც ფილმის სათაურშია. და კი, უკრაინის წინააღმდეგ ომამდე საქართველოს წინააღმდეგ ომი იყო, არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამდე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია იყო.

ასე რომ, ჩემს ქვეყანას შეუძლია გაიზიაროს ის რთული მდგომარეობა, რომელშიც უკრაინა ცხოვრობს – ბავშვების იძულებით გადაადგილება. ჩემს ქვეყანას შეუძლია გაიზიაროს არასტაბილურობასა და კონფრონტაციაზე შფოთვა, რომელიც რუსეთმა შავ ზღვაში მოიტანა თანამშრომლობისა და ურთიერთდაკავშირებულობის ნაცვლად, რომელზეც ჩვენ ყველანი ვფიქრობთ.

შავი ზღვრის მილიტარიზაცია, როდესაც რუსეთი ახალი დამატებითი საზღვაო ბაზის გახსნას გეგმავს საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში.

ჩემს ქვეყანას შეუძლია გაიზიაროს შფოთვა ბირთვულ უსაფრთხოებაზე, ვინაიდან ჩერნობილის კატასტროფის შედეგები გამოვცადეთ.

ყველა ამ მიზეზის გამო, შეგვიძლია გავიზიაროთ რწმენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა შეწყდეს და გზა უნდა მიეცეს მშვიდობას უკრაინაში და მშვიდობას ევროპაში. ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ მოხდეს, თუ დღეს შემუშავებული წინასწარი ნაბიჯების გარდა, რუსეთი გაიაზრებს, რომ მას საზღვრები აქვს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, და ჰყავს მეზობლები, როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, და რომ საერთაშორისო საზოგადოება, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შესაძლოა მხოლოდ მაშინ არსებობდეს, როდესაც დიდი ქვეყნები აღიარებენ თავიანთ მეზობლებს, პატივს სცემენ თავიანთ მეზობლებსა და მათ ტერიტორიულ მთლიანობას.

დიდება უკრაინას,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

განახლებული ვალუტის კურსი 30 იანვრისთვის

იანვარი 29, 2026
24
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო –3.2166, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.7139 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი...

დაწვრილებითDetails

ჩოხატაურის საკრებულომ, თავმჯდომარე დავით შარაშიძე, რომელიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, თანამდებობიდან გადააყენა

იანვარი 29, 2026
51
მთავარი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარე დავით შარაშიძე, რომელიც პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, თანამდებობიდან გადააყენა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. „საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის, დავით შარაშიძის საკრებულოს თავმჯდომარის...

დაწვრილებითDetails

“ხშირად რომ ვიღებთ კანონებს უფრო ვშორდებით და ვშორდებით ღმერთს” – მეუფე იაკობი

იანვარი 29, 2026
35
მთავარი

"ხშირად რომ ვიღებთ კანონებს უფრო ვშორდებით და ვშორდებით ღმერთს" - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. "ზოგი კანონი მართლა საჭიროა, რომ სახელწიფო არ ჩამოიშალოს და ზოგი კიდე ვიღაცეების...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება

იანვარი 29, 2026
13
მთავარი

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომაზე ისმენს. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომა კი, თებერვლის პირველ...

დაწვრილებითDetails

„ნუ გეშინია, ბიჭო“ – სუსი ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

იანვარი 29, 2026
60
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღეს ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21...

დაწვრილებითDetails

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

იანვარი 29, 2026
86
მთავარი

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. ცხოველის მფლობელს, ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ...

დაწვრილებითDetails

ბრალდებაწარედგინა მძღოლს, რომლის ავარიას 18 წლის გოგო ემსხვერპლა

იანვარი 29, 2026
274
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 27 იანვარს, გარდაბანში, ალკოჰოლის...

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

იანვარი 29, 2026
438
მთავარი

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  

დაწვრილებითDetails

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

იანვარი 29, 2026
18
მთავარი

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საინფორმაციო სივრცეებსა...

დაწვრილებითDetails

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

იანვარი 29, 2026
33
მთავარი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იშვიათი ხატი "კვანძების გამხსნელი" -  ადამიანი ლოცულობს ამ სურათის წინაშე ყველაზე დამაბნეველ, გადაუჭრელ სიტუაციებში. ხატი ხელს უწყობს ოჯახის შენარჩუნებას და რთული საბინაო საკითხების გადაჭრას და დაქორწინებულ წყვილებს შორის ერთგულების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».